თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. პაკისტანის სამხრეთში ანომალიური სიცხის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 782 ადამიანამდე გაიზარდა, იუწყება პაკისტანური გაზეთი Dawn ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობთ. ამის შესახებ წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი 692 ადამიანი იყო.
გარდაცვლილებს შორის უმეტესობა – 744 ადამიანი – ყარაჩის მაცხოვრებელია. დანარჩენი 38 მსხვერპლი პროვინცია სინდის სხვადასხვა ნაწილებში ცხოვრობდნენ.
მიმდინარე უქმეებზე ყარაჩიში თერმომეტრის სინდიყი 45 c°-მდე აღწევდა. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა ელექტროენერგიის გათიშვამ.
მეტეოროლოგები იტყობინებიან, რომ უახლოესი დღე-ღამის განმავლობაში ყარაჩიში მოსალოდნელია წვიმები და ელ-ჭექი. ჭექა-ქუხილის ახალ ტალღას პროგნოზირებენ მომავალ კვირაშიც.
ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, დიდი ხნით მზეზე არ გაჩერდნენ და ატარონ ბამბის მსუბუქი სამოსი. პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა სიცხისგან დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების 22 პუნქტი გახსნეა.