თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. აშშ ევროპაში ბირთვული იარაღის კვლავ განთავსებას არ აპირებს, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ რეგიონიდან გამოიტანა, განაცხადა აშშ-ის ელჩმა ნატოში დუგლას ლიუტმა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.
”ვაშინგტონი ევროპაში ბირთვული იარაღის დაბრუნების შესახებ არანაირი გადაწყვეტილების მიღებას არ განიხილავს, რომელიც ევროპაში დაახლოებით 30 წლის წინ იყო განთავსებული”, განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბრიუსელში.