Freedom House: საქართველოს დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუკეთესო შედეგები აჩვენეს სლოვენიამ (1,93), ესტონეთმა (1,96), ლატვიამ (2,07), ჩეხეთმა (2,21), პოლონეთმა (2,21), ლიტვამ (2,36) და სლოვაკეთმა (2,64). Freedom House-ს ანგარიშის თანახმად, ამ ქვეყნებში მყარი დემოკრატიაა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ს ანგარიშის ”გარდამავალი პერიოდის ქვეყნები 2015”-ის თანახმად, საქართველომ დემოკრატიიდ დონის თვალსაზრისით 4,64 ქულა მიიღო.

კვლევა 2014 წლის მონაცემებს ეყრდნობა. მასში 29 ქვეყანა მოხვდა. 13 მათგანი შეაფასეს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ექვსი — გარდამავალი რეჟიმის, ხოლო ათი — ავტორიტარული რეჟიმის. შეფასება შვიდქულიანი შკალით განხორციელდა, სადაც 1 ბალი საუკეთესო მაჩვენებელია.

საუკეთესო შედეგები აჩვენეს სლოვენიამ (1,93), ესტონეთმა (1,96), ლატვიამ (2,07), ჩეხეთმა (2,21), პოლონეთმა (2,21), ლიტვამ (2,36) და სლოვაკეთმა (2,64).  Freedom House-ს ანგარიშის თანახმად, ამ ქვეყნებში მყარი დემოკრატიაა.

გარდამავალი ქვეყნების რიცხვშია მაკედონია (4,07), ალბანეთი (4,14), ბოსნია და ჰერცოგოვინა (4,46), საქართველო (4,64), უკრაინა (4,75) და მოლდოვა (4,86).

ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ: თურქმენეთს (6,93), უზბეკეთს (6,93), აზერბაიჯანს (6,75), ბელორუსიას (6,71), ყაზახეთს (6,61), რუსეთს (6,46) და ტაჯიკეთს (6,39).

 


ყველა ახალი ამბავი
0