თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ღვარცოფის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალებულ ახლადაბას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სამშაბათს, 23 ივნისს.
გარდა ამისა, ახალდაბის მოსახლეობა უახლოეს დღეებში სასმელ წყალსაც მიიღებს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ის გენერატორების საშუალებით მიეწოდება დაბის მოსახლეობას, ვინაიდან ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებულია. „გაზსადენის ქსელის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 7 საავარიო ბრიგადა რამდენიმე დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა. დღეისათვის ახალდაბის ყველა აბონენტს ბუნებრივი აირი შეუზღუდავად მიეწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.