აფინის კრედიტორებმა 2020 წლამდე სახელმწიფოსათვის 35 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, ფონდი მიეკუთვნება "არამხოლოდ ბიუჯეტის კონსოლიდაციას, ეს თანხა ეკონომიკისთვისაა", საბერძნეთში სამუშაო ადგილებისა შექმნისა და განვითარებისათვის.
"საბერძნეთის პროგრამისათვის ჩვენ 35 მილიარდი ევრო გამოვყავით დღეიდან 2020 წლამდე. ეს თანხები არამხოლოდ ბიუჯეტის კონსოლიდაციისათვისაა, არამედ ეკონომიკისთვისაც", — განაცხადა იუნკერმა და დაამატა, რომ ევროკომისიას საბერძნეტში სამუშაო ადგილების შექმნა და განვითარება სურს, ასევე მომავალში მოსახლეობის დაცულობა.
ევროსაბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიღწეული გარიგებები საბერძნეთის ვალის შესახებ ბრიუსელთან ქვეყნისათვის ორაზროვანი აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ქვეყანა ევროზონაში რჩება და ევროკავშირისგან თანხობრივ შეთავაზებებს ღებულობს, მეორეს მხრივ კი — იძულებულია წავიდეს დათმობაზე და რეგიონი სოციალური დაძაბულობის მდგომარეობაში დარჩეს.
საბერძნეთი ევროკავშირსა და მსოფლიო სავალუტო ფონდთან 240 მილიარდ ევროზე მეტი ვალის დარეგულირების საკითხებზე მოლაპარაკებებს მართავს. ვალი 2010-2012 წლებში საბერძნეთის ბიუჯეტის დეფოლტისგან გადარჩენის შემდეგ წარმოიშვა. კრედიტორთა პროგნოზები, რომ საბერძნეთს მაქსიმალური ეკონომია ვალების გადახდის საშალებას მიცემდა, არ გამართლდა. იანვარში ხელისუფლებაში მოსული მემარცხენე პარტია სირიზა კრედიტებთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებების გამართვას ითხოვდა.