აქცია „უმანქანო თბილისი“ 28 ივნისს გაიმართება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ინიციატორთა სურვილია დაინერგოს „ახალი კულტურული ტიპის წესი და გარკვეულწილად თბილისური ტრადიცია, სახელწოდებით "უმანქანო თბილისი".

თბილისი, 23 ივნისი, – Sputnik.  აქცია სახელწოდებით „ დატოვე მანქანა, დაასვენე ქალაქი და დაისვენე შენც!“ თბილისში 28 ივნისს ჩტარდება, ნათქვამია ღონისძიების ინიციატორთა „ფეისბუქის“ გვერდზე.

იდეა მდგომარეობს შემდეგში: ყოველი თვის გარკვეულ რიცხვში, დავაწესოთ ფეხით და საზ.ტრანსპორტით, მათ შორის ველოსიპედებით სიარულისა  და მანქანებზე უარის თქმის დღე. ანუ, წინასწარ გამოვაცხადებთ ყოველი თვის გარკვეულ რიცხვს და ამ დღეს ყველანი დავტოვებთ მანქანებს სახლში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიების ინიციატორთა სურვილია დაინერგოს „ახალი კულტურული ტიპის წესი და გარკვეულწილად თბილისური ტრადიცია, სახელწოდებით  "უმანქანო თბილისი".


ყველა ახალი ამბავი
0