თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პან გი მუნი შეშფოთებულია მსოფლიო მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობით, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვებრძოლოთ მათ, ვინც არასამათავრობო ორგანიზაციების მუშაობას ბლოკავს და ებრძვის უფლებათა დამცველებს“, – განაცხადა მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას.
„50-ზე მეტ ქვეყანაში, ევროპის ჩათვლით, მიღებულია დაახლოებით ასი კანონი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს მოღვაწეობასა და ფინანსირებას უზღუდავს“, – აღნიშნა პან გი მუნმა.
გენერალურმა მდივანმა ყველას მოუწოდა „ამ უმნიშვნელოვანესი თავისუფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“.