საქართველოში “500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანი - სტეფანწმინდა” აშენდება

© telasi.geენერგეტიკა, თელასი, ქვესადგური
ენერგეტიკა, თელასი, ქვესადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ს, მის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსსა” და ფინურ-ინდურ კონსორციუმ ELTEL-EMC-ს შორის ხელი მოეწერა პროექტს “500 კილოვოლტის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ქსანის ქვესადგურიდან სტეფანწმინდამდე”.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოში “500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება „ქსანი — სტეფანწმინდა”.

 “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ს, მის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსსა” და ფინურ-ინდურ კონსორციუმ ELTEL-EMC-ს შორის ხელი მოეწერა ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის მე-2 კომპონენტს: ყაზბეგის ურთიერთდამაკავშირებელ პროექტს – “500 კილოვოლტის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ქსანის ქვესადგურიდან სტეფანწმინდამდე”.

 აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას.

 დაფინანსება ხორციელდება გერმანიის განვითარების ბანკის (KfW)  საშუალებით და სავარაუდო ღირებულებაა 25 მლნ ევრო.

 ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კმ-ია. პირველ ეტაპზე ელექტროგადამცემი ხაზი იმუშავებს 110 კილოვოლტ ძაბვაზე ხოლო სტეფანწმინდის ქვესადგურის აშენების შემდეგ – 500 კილოვოლტის რეჟიმში.

 პროექტის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის მაისისათვის.

 


ყველა ახალი ამბავი
0