2015 წლის I კვარტალში მშპ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2 %-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიზესტაფონის ფერად შენადნობთა ქარხანა
ზესტაფონის ფერად შენადნობთა ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ კვარტალში ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობასა -22,9% და მშენებლობში- 17,2%; ხოლო დაცემის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდათ გადამამუშავებელ მრეწველობას - 5,2% და ვაჭრობას - 2,5%.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. 2015 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2 %-ით გაიზარდა, ამის შესახე სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ იტყობინება

 მიმდინარე ფასებში მშპ-მ 2015 წლის პირველ კვარტალში 6 838,4 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,1 პროცენტით. 

 საანგარიშო პერიოდში ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: სამთომოპოვებითი მრეწველობა —22,9%; მშენებლობა — 17,2%; სასტუმროები და რესტორნები —8,9%; საფინანსო საქმიანობა —8,9%; სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა —8,3%; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა — 5,2%; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება —4,5%; განათლება — 4,3%.

 ამავე დროს დაცემის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდათ გადამამუშავებელ მრეწველობას — 5,2% და ვაჭრობას — 2,5%.

 მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,5 პროცენტი) და ვაჭრობა (16,1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).

ყველა ახალი ამბავი
0