მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქართველმა ფეხბურთლთა 17 წლამდე ნაკრებმა რუს თანატოლთა გუნდი დაამარცხა

© gff.geსაქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 17 წლამდე
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 17 წლამდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ ფეხბურთელთა ნაკრები U-17 უკვე მეხუთედ იღებს მონაწილეობას „პრეზიდენტის თასისათვის“ ბრძოლაში. გასულ წელს ფინალში გასვლით, მათ თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ქართველმა ფეხბურთელებმა 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში (U-17) ყაზახეთში, „პრეზიდენტის თასზე“, რუსი თანატოლები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. "В" ჯგუფის სასტარტო ორთაბრძოლაში პირველი ტაიმი ქართველ ფეხბურთელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, რაც უკვე მეცამეტე წუთზე პირველი გატანილი გოლით დაგვირგვინდა. გოლის ავტორი აკაკი ქიმერიძე გახდა.

 გაშვებული ბურთის შემდეგ რუსები უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ ყოველ შეტევაზე დამამთავრებელ სტადიაში სიზუსტე აკლდათ. შედეგად 35-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ კიდევ ერთი ბურთი მოათავსა რუსების კარში. 

 შეხვედრის მეორე ნახევარში, რუსებს ჰქონდათ შანსი შეემცირებინათ ანგარიში, მაგრამ ნიკიტა რიბაკოვმა ვერ შეძლო 11 მეტრიანი რეალიზება, რომელიც ლუკა გუგეშაშვილმა წარმატებით მოიგერია. 

 ქართველ ფეხბურთელთა შემდეგი მოწინააღმდეგე ბელორუსიის ნაკრები იქნება, რომელმაც აზერბაიჯანის ნაკრებთან სასტარტო მატჩი 1:3 წააგო.

 ქართველ ფეხბურთელთა ნაკრები U-17 უკვე მეხუთედ იღებს მონაწილეობას „პრეზიდენტის თასისათვის“ ბრძოლაში. გასულ წელს ფინალში გასვლით, მათ თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0