მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე კიდევ 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© RIA Novosti . Алексей Филипповევროპული თამაშები ბაქოში
ევროპული თამაშები ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპული თამაშების დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების აქტივში 10 მედალია - 3 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ორშაბათს, 22 ივნისს, ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კიდევ 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სამივე ჯილდო ქართველი სამბისტების ანგარიშზეა. 

 57 კგ.მდე წონით კატეგორიაში მედალი ვახტანგ ჭიდრაშვილმა მოიპოვა. მესამე ადგილისათვის ბრძოლაში მან რუმინელი ორლანდო გრუი დაამარცხა. 

 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში კახა მამულაშვილი ბულგარელ მარტინ ივანოვზე ძლიერი აღმოჩნდა. ხოლო 90 გკ-მდე წონით კატეგორიაში დავით კარბელაშვილმა აზერბაიჯანელ კანან გასიმოვს მოუგო.

 შედეგად, ევროპული თამაშების დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების აქტივში 10 მედალია — 3 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. 

 


ყველა ახალი ამბავი
0