საქართველოს პარლამენტი დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონ ლარს გამოყოფს

© photo: Sputnikწყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია
წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები - ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი 1 მილიონ ლარს გამოყოფს  თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზარალებულთათვის, ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განცხადება ორშაბათს, 22 ივნისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა. 

 „ხაზინადართა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბადურების  შედეგების ლიკვიდაციისათვის თანხების მობილიზების მიზნით,  პარლამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი შეამციროს 1 მილიონი ლარით“, — განაცხადა უსუფაშვილმა. 

 მისი თქმით, აღნიშნული თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება. 

 დამანგერველი წყალდიდობა  თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი.  300-მდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილს კი აღდგენა ესაჭიროება.

 

ყველა ახალი ამბავი
0