თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. აშშ-ის მთავრობამ საქართველოს შემოსავლების სამსახურს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ინსპექტირების რენტგენოსკანერი (VACIS XPL) გადასცა, ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს პრეს-სამსახური სოციალური ქსელის Facebook-ის თავის ოფიციალურ გვერდზე, ორშაბათს, 22 ივნისს იტყობინება.
„დანადგარი მოკლე დროში აშუქებს მსუბუქ და სამგზავრო ავტომობილებს, რაც სამართალდამცავ უწყებებს ისეთი უკანონო საქონლის იდენტიფიცირებაში ეხმარება, როგორიც არის მასობრივი განადგურების იარაღი და მისი კომპონენტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ნარკოტიკები“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ რენტგენოსკანერი VACIS XPL განთავსდება ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში — სარფში(საქართველო — თურქეთის საზღვარზე).