„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ თბილისის მერიაში არსებულ კორუფციაზე ალაპარაკდა

© photo: Sputnikგზების რემონტი თბილისში
გზების რემონტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია ასევე აპირებს 18 მილიონი ლარის კრედიტი აიღოს გზების რეაბილიტაციაზე, რომელთა ჩამონათვალი „არავის უნახავს“.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საკრებულის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა — თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამტკიცებს, რომ მერიის განზრახვა გაზარდოს

თბილისის ბიუჯეტი, კორუფციასთანაა დაკავშირებული და არა დამანგრეველი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის სურვილთან. 

 ორშაბათს, 22 ივნისს, საკრებულოს კომისია განიხილავს შესწორებებს გადაწყვეტილებაში თბილისის მუნიცეპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ. 

 „თბილისის ბიუჯეტში შედის ცვლილება 50 მილიონ ლარზე, საიდანაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მხოლოდ 14 მილიონ 400 ათასი იქნება დახარჯული, ხოლო 13 მილიონი ლარი ემატება ოლიმპიადისათვის მოსამზადებელ ღონისძიებებს (ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი),“ განაცხადა აბესაძემ ბრიფინგზე. 

 მისი თქმით თბილისის მერია ასევე აპირებს 18 მილიონი ლარის კრედიტი აიღოს გზების რეაბილიტაციაზე, რომელთა ჩამონათვალი „არავის უნახავს“. 

 „სჩანს ხელისუფლება ამ სიტუაციაშიც კი, სტიქიის ლიკვიდაციის საბაბით,  ცდილობს გაიტანოს ცვლილებები ბიუჯეტში, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ იმ კორუფციულ სისტემებსა და სქემებ სრომელიც თბილისის მერიაში არსებობს“, — აღნიშნა აბესაძემ.

 ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ 14 ივნისის ღამეს დატბორა თბილისის ზოოპარკი,  თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, პარკი „მზიური“, საცხოვრებელი სახლები და გზები.  დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები და  ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა და 300 —ზე მეტი ადამიანი  ჭერის გარეშე დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0