საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია 26 ივნისს დაიხურება

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია 26 ივნისს დაიხურება, თუმცა, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას გააგრძელებს, განაცხადა ორშაბათს, 22 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

”მინდა ყველას შეგახსენოთ და პირველ რიგში, საზოგადოებას, ყველა საქმის კურში ბრძანდებით, რომ მიმდინარე პლენარული სხდომების კვირა არის საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირა კონსტიტუციის შესაბამისად და პარასკევს, 26 ივნისს  საგაზაფხულო სესია დაიხურება, მაგრამ ჩვენი სამუშაო დღის წესრიგიდან გამომდინარე, მოგვიწევს რიგგარეშე სესიის რეჟიმში გადასვლა და იმ კანონპროექტებზე გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც განხილვის პროცესშია”, — განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

უახლოეს პერიოდში უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

”სამუშაო გრაფიკზე ჩვენ დამატებით შევჯერდებით“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ყველა ახალი ამბავი
0