მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სახელმწიფო დუმაში უკრაინის მიერ რუსეთისთვის ვალის გადახდა „კარგ სიგნალად“ აღიქვეს

© photo: Sputnik / Alexey Furman / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინას უჭირს საგარეო ვალების გადახდა, მაგრამ კიევმა აჩვენა, რომ განზრახული აქვს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და აღიარებს არსებულ ვალებს, განაცხადა სახელმწიფო დუმის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ანატოლი აკსაკოვმა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო დუმის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი აკსაკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ რუსეთისთვის ვალის გადახდა „კარგი სიგნალია“, რომელიც ამჟღავნებს კიევის სამომავლო განზრახვებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

ორშაბათს უკრაინა რუსეთის ფედერაციას 75 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის, რითაც 3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ევროობილგაციის კუპონს დაფარავს.

„ვფიქრობ, ეს კარგი სიგნალია იმ გაგებით, რომ უკრაინას განზრახული აქვს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და აღიარებს არსებულ ვალებს“, – უთხრა აკსაკოვმა „რია ნოვოსტის“. 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მყარი გარანტიის მიცემა მაინც ძალზე ძნელია. 

„უკრაინა დე ფაქტო ფინანსური ბანკროტია და ბუნებრივია, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, მას უჭირს საგარეო ვალდებულებების შესრულება ვალების დაფარვის კუთხით. თუ დღეს ეს ვალდებულებები სრულდება, ეს ქვეყნის შიდა ამოცანების დაზარალების ხარჯზე ხდება. ამიტომ ძნელია გარანტირებულად იმის თქმა, რომ უკრაინა მომავალშიც შეძლებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას“, – ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტარმა. 

რუსეთმა 2013 წლის ბოლოს გამოისყიდა უკრაინის სუვერენული ობლიგაციები, რომელთა ღირებულება 3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. უკრაინამ რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულება 2015 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.  მორიგი კუპონის დაფარვის ვადად 20 ივნისი იყო განსაზღვრული, მაგრამ რადგან ის გამოსასვლელ დღეს დაემთხვა, რუსეთი გადარიცხვას 22 ივნისისთვის ელოდა. 

სულ რუსეთს უკრაინისთვის 15 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფა ჰქონდა განზრახული, მათ შორის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ანგარიშიდანაც. მაგრამ  უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მორიგ ტრანშებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გაიყინა. 


ყველა ახალი ამბავი
0