თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. МИА ria.ru-ს წამყვანი ვებგვერდი ”როსია სეგოდნია” საერთაშორისო სააგენტო TNS-ის Web Index-ის მიერ 2015 წლის მაისში ჩატარებული კვლევის შედეგებით რუნეტის (რუსულენოვანი ინტერნეტი) ვებგვერდების ტოპ-ოცეულშია. ria.ru-მ რუსული სეგმენტის ყველაზე ”სტუმრიანი” ახალი ამბების რესურსებს შორის კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. ის 12 მლნ ადამიანზე მეტისთვის ახალი ამბების გაცნობის წყაროდ იქცა. მედიაჯგუფის ვებგვერდი ახალი ამბების რესურსებს შორის ლიდერი უკვე მესამედ გახდა.
რუსულ ვებგვერდებს შორის ტოპ-ოცეულში პირველი უმსხვილესი რუსული საძიებო პორტალი ”იანდექსი” გახდა. კვლევის თანახმად, მას დღეში საშუალოდ 28 მლნ ადამიანი სტუმრობს. ოცეულს ”როსიისკაია გაზეტას” ინტერნეტ-პორტალი rg.ru ხურავს. Web Index-ის 2015 წლის მაისის მონაცემებით, ამ გვერდს 11 მლნ ადამიანზე მეტი ეწვია.
პროექტ Web Index-ისთვის ინფორმაციის შეკრება მონაწილეების — კვლევის რესპონდენტთა ჯგუფის პანელის ფარგლებში მიმდინარეობს. კვლევის მონაწილეთა იდენტიფიკაცია ”საკვლევ” ვებგვერდებზე დამონტაჟებული სპეციალური მრიცხველის საშუალებით ხდება. პროექტს Web Index რუსეთში ინტერნეტ-აუდიტორიის მოცულობისა და მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააჩნია. ეს კვლევები ასახავს რუსეთის იმ ქალაქების მოსახლეობას, რომლებშიც 12-64 წლის ასაკის 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
კვლევის სრულად ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:ცნობა სააგენტოს შესახებ
МИА ”როსია სეგოდნია” საერთაშორისო მედიაჯგუფია, რომლის მისიაც არის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიული, გაწონასწორებული და ობიექტური გაშუქება, საკვანძო მოვლენებზე სხვადასხვა მოსაზრების თაობაზე აუდიტორიის ინფორმირებაა. МИА ”როსია სეგოდნიას” შემადგენლობაში არიან: ”რია ნოვოსტი”, ”პრაიმი”, ”რ-სპორტი”, ”რია რეიტინგი”, ”ინოსმი”, ”რია ნედვიჟიმოსტი”. МИА ”როსია სეგოდნია” რუსული მედიის სხვა სააგენტოებს შორის ციტირების მხრივ ლიდერობს და ამჟამად თავისი ბრენდების ციტირების დონეს საზღვარგარეთის ქვეყნებში ზრდის. სააგენტო ციტირების მხრივ ასევე ლიდერობს რუსულ სოციალურ ქსელსა და ბლოგებზე.
МИА ”როსია სეგოდნია” მოიცავს: რადომაუწყებლობას, ახალი ამბების ლენტებს რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, არაბულ და ჩინურ ენებზე, საინფორმაციო პორტალებს ათობით ენაზე, მულტიმედიურ საერთაშორისო პრეს-ცენტრებს, ფოტოკონტენტის და ინფოგრაფიკის წარმოებას და გავრცელებას, საინფორმაციო პროდუქტებს სოციალურ ქსელებში და კონტენტის წარმოებას მობილური პროგრამებისთვის.