საბჭოთა კავშირის საზღვრები ფაშისტური გერმანიის ჯარებმა 1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათსა და 22 წუთზე გადმოკვეთეს. დაიწყო დიდი სამამულო ომი.
პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ჰიტლერის არმიამ საბჭოთა კავშირის ევროპული მხარე თითქმის სრულად დაიპყრო. უდიდესი ადამიანური დანაკარგის ფასად ომში შესაძლებელი გახდა აგრესორის გაძევება სსრკ-ს ტერიტორიიდან.
ეს იყო ყველაზე მძიმე და სისხლიანი ომი, რომლის ძირითადმა სიმძიმემ საბჭოთა კავშირის ხალხზე აგდაიარა — სსრკ-მ ათობით მილიონი ადამიანი დაკარგა. ომი 1418 დღის მანძილზე გრძელდებოდა და ფაშისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა.
დიდი სამამულო ომის დაწყების დღე, 22 ივნისი, პრეზიდენტის ბრძანებით ხსოვნისა და გლოვის დღედ გამოცხადდა.