თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი დროებით თბილისის გარეუბანში, კაიროს ქუჩაზე გადაიტანეს. ტერიტორია, სადაც ადრე მდებარეობდა თავშესაფარი, წყალდიდობამ გაანადგურა.
თავშესაფარში დღეისათვის დაახლოებით 60 ძაღლია. 200-ზე მეტი მოხალისეებმა დროებით საკუთარ სახლებში შეიფარეს, სანამ ახალი თავშესაფარი აშენდება. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ იქნება ვოლიერები 300-ზე მეტი ძაღლისათვის.
გამანადგურებელი წყალდიდობისას ძველ თავშესაფარში, 500-ზე მეტი ძაღლი ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის ადგილზე თავშესაფრის თანამშრომლებისა და მოხალისეების ოპერატიულმა ქმედებამ დაახლოებით 300 ოთხფეფა ცხოველის გადარჩენა შეძლო.
თავშესაფრის ახლანდელი ტერიტორია დროებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გამოყო.