თბილისში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს

© photo: Sputnikრუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში BSTDB-ს გაფორმებული აქვს 123 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 24 პროექტი, მათ შორის, 11 არის მიმდინარე და მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 65 მილიონ ევროს შეადგენს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 19 ივნისს, რუსთაველის თეატრში, ბიზნეს–ფორუმი „მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში“ გაიხსნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტმა ისან უგურ დელიკანლიმ (Ihsan Ugur Delikanli) გახსნეს. 

 ღონისძიება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება, რომელიც თბილისში 19-21 ივნისს იმართება. 

 „ფორუმის მიზანია საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტებისა და პოტენციალის გაცნობა. ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ BSTDB-ს ბანკირებს და განიხილონ ბიზნეს-წინადადებები,“ – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შეტყობინებაში

 საქართველოში  BSTDB-ს გაფორმებული აქვს 123 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 24 პროექტი, მათ შორის, 11 არის მიმდინარე და მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 65 მილიონ ევროს შეადგენს.

 ბანკის მიერ მომზადებულია საქართველოსთან 2015-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მთავრობის პროგრამისა და პრიორიტეტების მხარდაჭერას. 

 ბანკი განახორციელებს საქმიანობას საქონლისა და მომსახურების ექსპორტის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის განვითარების, მათ შორის, ენერგოეფექტურობის კუთხით. გარდა ამისა, ბანკის მიერ გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და ვაჭრობის დაფინანსება.

 შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) 1994 წელს შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას სწორედ თბილისში მოეწერა ხელი. 

 BSTDB-ის ცენტრალური ოფისი საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს. ბანკის დამფუძნებელია 11 ქვეყანა — ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

 მისი მიზანია, რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0