ენერგოკომპანიები წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ

გამოწერა
ენერგოკომპანიების ტექნიკა და თანამშრომლები ჩართულები არიან წყალდიდობის შედეგად მიღებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 19 ივნისს, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ენერგეტიკული უწყება იტყობინება. 

 „შეხვედრის მიზანია ენერგეტიკული კომპანიების მხრიდან გაწეული  ფინანსური დახმარებები ორგანიზებულად გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში და მოხდეს ამ თანხების ყველაზე საჭირო მიმართულებებით ხარჯვა“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

 ასევე აღნიშნულია, რომ გარდა ამისა, ენერგოკომპანიების ტექნიკა და თანამშრომლები ჩართულები არიან წყალდიდობის შედეგად მიღებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

 ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ 14 ივნისის ღამეს დატბორა თბილისის ზოოპარკი, საიდანაც ცხოველები გაიქცნენ, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, პარკი „მზიური“, საცხოვრებელი სახლები და გზები.  დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები და  ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა და 300 —ზე მეტი ადამიანი  ჭერის გარეშე დარჩა.


ყველა ახალი ამბავი
0