მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა აგვისტოშია დაგეგმილი

© facebook.com/mod.gov.geთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ საქართველოს დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით უწევს, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, და ჰუმანიტარულ სფეროში.

თბილისი, 19 ივნისი —Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აგვისტოში, აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის მსვლელობისას, თავის ამერიკელ კოლეგას ეშტონ კარტერს (Ashton Baldwin Carter) შეხვდება, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება. 

 დაგეგმილი ვიზიტის დეტალები თავდაცვის მინისტრმა ბათუმში, პარასკევს, 19 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრისას განიხილა.

 „მნიშვნელოვანია, ვიზიტამდე ყველა ის საკითხი გავიაროთ, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში აქტუალურია. მათ შორის, არა მხოლოდ ვარშავის სამიტის ან სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში, არამედ ავღანეთის მისიის დროს დაჭრილ ჯარისკაცებთან და დაღუპული სამხედროების ოჯახებთან მიმართებაში ის კონკრეტული ქმედებები და ღონისძიებები, რომელიც შეიძლება დაიგეგემოს და განხორციელდეს ამერიკულ მხარესთან ერთად. ტრადიციულად, ეს თანამშრომლობა მრავალ მიმართულებას მოიცავს და ეს შეხვედრაც მორიგი წარმატების საწინდარი იქნება“ — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 აშშ საქართველოს დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით უწევს, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, და ჰუმანიტარულ სფეროში.

 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში ხელი მოეწერა ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ქარტიის ფარგლებში, 2009 წლის ივნისში, რიგ მიმართულებებზე ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.


ყველა ახალი ამბავი
0