ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა თბილისში ათასამდე კაცმა ჩაიტარა

© photo: Sputnikწყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია
წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის უწყება აფრთხილებს გამწმენდ სამუშაოებში მონაწილე მოხალისეებს დაღუპული ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინონ სამაშველო სამსახურს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 19 ივნისის მონაცემებით უფასო  ვაქცინაცია ტეტანუსზე  თბილისის კლინიკებში 948 ბენეფიციარს ჩაუტარდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პარასკევს, 19 ივნისს იტყობინება. 

 სამინისტროს მონაცემებით, დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, ეპიდემიის გავრცელების საფრთხე თბილისში მინიმალურია. ამასთან, უწყება აფრთხილებს გამწმენდ სამუშაოებში მონაწილე მოხალისეებს, დაღუპული ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინონ სამაშველო სამსახურს.

  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტეტანუსუს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება შემდეგ პოლიკლინიკებში:"საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" — წინამძღვრიშვილის ქ. 57; "მედკაპიტალი"-გამრეკელის N19; "ვერე XXI"-ქიაჩელის N18;,,საოჯახო მედიცინის კლინიკური ცენტრი“ — ჭავჭავაძის 44;,,მედისონი“ — ვაჟა-ფშაველას 83/11; "მედკაპიტალი საბურთალო" გლდანი, გამარჯვების ქ. 1 (ი. ვეკუას ქ. 18); სამუშაო საათები10:00-18:00. ვაქცინაცია ასევე უფასოა იმუნიზაციის ცენტრსა და ყველა პოლიფროფილურ კლინიკაში. 

დამანგერველი წყალდიდობა  თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. 300-მდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილს კი აღდგენა ესაჭიროება. 

ყველა ახალი ამბავი
0