მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მარგველაშვილი: საქართველომ მნიშვნელოვანი ცვლილებების გზა გაიარა

© facebook.com/Margvelashviliმარგველაშვილმა ბრატისლავაში ბიზნეს-ფორუმი გახსნა
მარგველაშვილმა ბრატისლავაში ბიზნეს-ფორუმი გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა განვითარებისათვის. კერძოდ, 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას რამაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური, ბიზნეს-თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობები მეტად განავითარა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik.პარასკევს, 19 ივნისს, ბრატისლავაში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ქვეყნის პოტენციალზე ისაუბრა.  

 „საქართველომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ცვლილელების გზა განვლო. გავაუმჯობესეთ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მოქნილი საგადასახადო გარემო აქვს და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში წამყვან სარეიტინგო პოზიციებზეა. საქართველომ შეძლო კორუფციის პრობლემის გადალახვა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა,“ — განაცხადა მარგველაშვილმა. 

 მისი თქმით, ქვეყანამ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა საქართველოს, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი როლის მქონე სახელმწიფოს განვითარებისათვის. კერძოდ, 2014 წლის ივნისში  ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, რამაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური, ბიზნეს-თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობები მეტად განავითარა. 

 „ამასთანავე, ჩვენ გვაქვს მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და, როდესაც განიხილავთ საქართველოსა ბიზნესგარემოსა და მის სამეზობლოს, ნათელია, რომ ყველა ვინც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში, ინვესტიციას დებს არა მხოლოდ პატარა, 4 მილიონიან ქვეყნაში, არამედ ასევე საქართველოს გარშემო თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების მქონე ბაზრებზე. სწორედ ეს არის კიდევ ერთი შთამბეჭდავი შესაძლებლობა, რომელსაც საქართველო, როგორც ეკონომიკური ინვესტიციების ქვეყანა საკუთარ პარტნიორებს სთავაზობს“, — განაცხადა საქართელოს პრეზიდენტმა.

 გიორგი მარგველაშვილმა რეგიონში საქართველოს სატრანზიტო და საკომუნიკაციო მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აქტიურად ასრულებს, როგორც აზიისა და ევროპის შემაკავშირებელი ცენტრი.


ყველა ახალი ამბავი
0