თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები თავდებით გაათავისუფლეს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარი პატიმრობიდან პარლამენტის წევრების: ვიქტორ დოლიძის, ნინო გოგუაძის, შალვა შავგულიძის, ზურაბ აბაშიძისა და ირაკლი ჩიქოვანის თავდებით გაათავისუფლეს. 

მანამდე თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მთავარი პროკურატურა გამოდიოდა,  თუმცა ის გირაოს სახით თითოეულ მათგანზე 10 ათასი ლარს (დაახლოებით 4,4 ათასი აშშ  დოლარი) ითხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარასკევს, 19 ივნისს დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან თავდებით გაათავისუფლა. 

„მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. დღეს (თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების) ხუთი დეპუტატის თავდებით გათავისუფლება აბსოლუტურად საკმარისია“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ. 

მისი თქმით, სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლებას მანამდე თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სხვა დეპუტატებიც უჭერდნენ მხარს.   

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა 30 ივნისს შეუფარდა. 

თავდაცვის სამინისტროში გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს: შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური,  გენერალური შტაბის კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს მეთაური დავით წიფურია, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს ყოფილი ხელმძღვანელი გიზო ღლონტი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0