თბილისის ზოოპარკი ახალ ცხოველებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვოლიერების გაწმენდისას მკვდარ ცხოველებს დღესაც პოულობენ. ბოლო მონაცემებით, უცნობია ერთი ვეფხვისა და აფთარის ადგილსამყოფელი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკი, რომელიც წყალდიდობამ თითქმის გაანადგურა, ამ ეტაპზე იმ ცხოველებს ვერ მიიღებს, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები სთავაზობენ.

წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. მათი უმეტესობა ადგილზე დაიღუპა, ზოგი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩებში აღმოჩნდნენ. შესაბამისმა სამსახურების წარმომადგენლებმა მტაცებელი ცხოველების ნაწილი დააძინეს და მუნიციპალურ თავშესაფარში მოათავსეს, ხოლო რამდენიმე მათგანის  ლიკვიდაცია მოახდინეს.

”ჩვენს დირექტორს ზურაბ გურიელიძეს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკიდან უკავშირდებიან და წერენ, დახმარება უნდათ. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ჩვენ ზოოპარკი აღარ გვაქვს და სად წავიყვანოთ ცხოველები?”, — განაცხადა თბილისის ზოოპარკის თანამშრომელმა პარასკევს, 19 ივნისს.

ვოლიერების გაწმენდისას მკვდარ ცხოველებს დღესაც პოულობენ. ბოლო მონაცემებით, უცნობია ერთი ვეფხვისა და აფთარის ადგილსამყოფელი.


ყველა ახალი ამბავი
0