თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი მედლით,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა, რომელიც თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
მურზაშვილი ”სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის” დაჯილდოვდა, იუწყება პარასკევს, 19 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ზურაბ მუზაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ — საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის I სახანძრო-სამაშველო ნაწილის უმცროსი ინსპექტორი (მეხანძრე-მაშველი) იყო.
თბილისში სტიქიური უბედურება 14 ივნისის ღამით მოხდა, რომლის შედეგადაც 19 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 დაკარგულად ითვლება.