საქართველოში პირველი საერთაშორისო შანსონის ფესტივალიდან შემოსული თანხები, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს გადაეცემათ.
იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმება დაზარალებულთა დახმარება, "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ქართული "შანსონ კლუბის" პრეზიდენტმა დავით ნეფარიძემ ისაუბრა.
"მომღერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოდიან. თანხა, რომელიც კონცერტიდან შემოვა, გვსურს სრულად გადავცეთ დაზარალებულ ოჯახებს. ამაში გვეხმარებიან რუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები და ყველა ის ხალხი, ვინც საქართველოს გაჭირვებისას გვერდით დაუდგა", — განაცხადა ნეფარიძემ.
თბილისში შანსონის ფესტივალში მონაწილეობას მიღებენ ქართველი, რუსი აზერბაიჯანელი და უკრაინელი მომღერლები.