თბილისში 22 ათასი აბონენტი უშუქოდ დარჩა

© courtesy of Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ მეფის ხიდის მომიჯნავედ დაზიანებულია 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ ერთ–ერთი მონაკვეთი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თამარ მეფის ხიდის მომიჯნავედ 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“  ერთ–ერთი მონაკვეთის დაზიანების გამო, 19 ივნისს 22 ათასამდე აბონენტი უშუქოდ დარჩა. კერძოდ, ელექტროენერგია არ მიეწოდება დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის ნაწილს, რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილს, იუწყება კომპანია „თელასი“. 

„დაზიანებულია 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზების  „ვერა-1 და „ვერა-2“ ერთ–ერთი მონაკვეთი, რომელიც თამარ მეფის ხიდის მომიჯნავედ მდებარეობს. „თელასის“ ტექნიკური სამსახური ატარებს აღდგენით სამუშაოებს და ელექტროენერგია დღის ბოლომდე იქნება აღდგენილი“, – ნათქვამია ელექტროგამანაწილებელი კომპანიის განცხადებაში. 

„თელასმა“ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ასრულებს 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“  აღდგენით სამუშაოებს. 

სტიქიით დაზარალებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა კომპანია „თელასმა“ წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყო. მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, ელექტრომომარაგების აღდგენა კომპანიამ დროებითი სქემის გამოყენებით შეძლო.


ყველა ახალი ამბავი
0