"თელასი" დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს ასრულებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების "ვერა-1" და "ვერა-2" აღდგენითი სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა დროებით შეიზღუდოს თბილისის ორი ცენტრალური რაიონის ელექტრომომარაგება.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik.  კომპანია "თელასი" 35 კილოვოლტიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების "ვერა-1" და "ვერა-2" აღდგენით სამუშაოებს ასრულებს, ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახური იტყობინება.

დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 19 ადამიანი, 300 – ზე მეტ ადამიანს მოუხდა სახლების დატოვება. სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილს კი აღდგენა ესაჭიროება. 

სტიქიით დაზიანებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა კომპანია „თელასმა“ წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყო. რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, ელექტრომომარაგების აღდგენა კომპანიამ დროებითი სქემის გამოყენებით შეძლო.

ამჟამად, საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების "ვერა-1" და "ვერა-2" აღდგენითი სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა დროებით შეიზღუდოს თბილისის ორი ცენტრალური რაიონის ელექტრომომარაგება. აქედან გამომდინარე, 19 ივნისს 01 საათიდან 07 საათამდე შეეზღუდვა შეეხება ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს.

 ჩუღურეთის რაიონი: აღმაშენებლის გამზირის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის, ხეთაგუროვის, ნინო ჩხეიძის, სანკტ-პეტერბურგის, წინამძღვრიშვილის, ოცდაექვსი მაისის, ტოვსტონოგოვის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, კარგარეთელის,  ზურაბ ჭავჭავაძის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, დგებუაძის, პასტერის, კიტა აბაშიძის, ორჯონიკიძის, თვალჭრელიძის, არაგვისპირელის, ჩიქობავას, ტურგენევის, ბოჭორიძის, ვერჰარნის, რომის, ჩერნიშევსკის, სუნდუკიანის, ნეკრასოვის, მაზნიაშვილის, ტყვიავის, მამარდაშვილის, გრანელის, ხიმშიაშვილის, ბენაშვილის, გოცირიძის, ქვლივიძის, ოსიაურის, ლენტეხის, ლოჭინის, ვეძათხევის, ადიგენის, ჩიტაიას, ჩანჩიბაძის, ანაკლიის, სულუხიას, ერისთავის, კიევის, აჯამეთის, ნათიშვილის, ახალციხის, გორკის, კანკავას, ჭოროხის, ჩაისუბნის, ტირიფონის, საბჭოს, სამრეკლოს, გუმბრის, გედევანიშვილის, კუმისის, დოქის, შურდულის, ბუხაიძის, ტეტელაშვილის, ბაქოს, კვინიტაძის, სანთლის, კოლხეთის, ტოლსტოის, სულიაშვილის, წმინდა ნიკოლოზის, ციმაკურიძის და პლატონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 მთაწმინდის რაიონი: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, ორბელიანის მოედნის,  ვერეს დაღმართის, ათონელის, თაბუკაშვილის, ფურცელაძის, ფხოვის, ხაზინის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის, ვირსალაძის, ხიდის, სანაპიროს, გერცენის, ალექსი-მესხიშვილის, სარაჯიშვილის, საქანელას, 8 მარტის, ლაღიძის, ქუთათელაძის, ბროსეს, კვალის, კახიძის და ალ. ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.


ყველა ახალი ამბავი
0