საქართველოს ნაკრებმა ბაქოს ევროპულ თამაშებზე კიდევ სამი მედალი მოიპოვა

© https://www.facebook.com/baku2015ევროპული თამაშები ბაქოში
ევროპული თამაშები ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებს ყველა მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მოუტანეს. ბექა ლომიძემ - 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი, ალექსანდრე ამინაშვილი -86 კგ-მდე და გენო პეტრიაშვილი-125 კგ -მდე წონით კატეგორიებში - ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ხუთშაბათს, 18 ივნისს კიდევ 3 მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოს მედალი მიიღეს. 

 ბექა ლომაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ფინალში გავიდა, მაგრამ ბრძოლა წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში ალექსანდრე ამინაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 

 კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს გენო პეტრიაშვილმა მოუტანა 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში. პეტრიაშვილის მოწინააღმდეგე მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ქართველი ლევან ბერიანიძე იყო, რომელიც სომხეთის სახელით გამოდიოდა. 

 დღევანდელი მონაცემებით, ბაქოს ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ჯამში 6 მედალი აქვს მოპოვებული. მათგან 5 (ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო) თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დამსახურებაა. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მშვილდოსანთა შერეულმა დუეტმა ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ მიიღო. 

 ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებში საქართველოდან 104 სპორტსმენი 13 სპორტის სახეობაში 17 დისციპლინაში იღებს მონაწილეობას. ყველაზე მეტი წარმომადგენელი მსუბუქ ათლეტიკაში გამოდის — 37 სპორტსმენი. სპორტის ამ სახეობაში პირველი მედლები 21 ივნისს გათამაშდება. 


ყველა ახალი ამბავი
0