თბილისის მერიამ ქალაქის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კრედიტი მიიღო

© photo: Sputnikთბილისი ზოოპარკის მიმდებარე ტრასა წყალდიდობის შემდეგ
თბილისი ზოოპარკის მიმდებარე ტრასა წყალდიდობის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა მერიას ინიციატივით მიმართა მოეძიებინათ დამატებითი სახსრები 18 მილიონი ლარის ოდენობით მთელი ქალაქის მასშტაბით გზების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის.

თბილისი, 18 ივნისი —Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოს თანხმობა მიიღო 18 მილიონ ლარიანი კრედიტის აღებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, გზების რეაბილიტაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ 16 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

  სხდომაზე საკითხი საქალაქო-საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან თევზაიამ დააყენა. მისის თქმით, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა მერიას ინიციატივით მიმართა მოეძიებინათ დამატებითი სახსრები 18 მილიონი ლარის ოდენობით მთელი ქალაქის მასშტაბით გზების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის. 

 „თბილისის მერიამ  კრედიტის გამოსაყოფად მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართა, რაზეც წერილობითითანხმობა მიიღო“ — განაცხადა ლევან თევზაიამ

ყველა ახალი ამბავი
0