წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი თამარაშვილის ქუჩაზე აღიმართება

© photo: Sputnik / Stringerთბილისში სიმბოლური მემორიალი გაიხსნა
თბილისში სიმბოლური მემორიალი გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ივნისიდან ამ ადგილას განთავსებულია სიმბოლური მემორიალი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს 14 ივნისის წყალდიდობისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და გვირგვინები მიაქვთ.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. მერიის ინიციატივით,  თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი თამარაშვილის ქუჩაზე — სვანაძის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს აღიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 18 ივნისს განაცხდა. 

 15 ივნისიდან ამ ადგილას განთავსებულია სიმბოლური მემორიალი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს 14 ივნისის წყალდიდობისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და გვირგვინები მიაქვთ. 

 „კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ეს იყო დიდი ტრაგედია, რამდენადაც ვიცი გუშინ დაიწყო პანაშვიდები და მე დავავალე მინისტრებს მივიდნენ ყველა ოჯახში“ — განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა. 

 დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. 300-მდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილს კი აღდგენა ესაჭიროება. 


ყველა ახალი ამბავი
0