კომპანია „თელასმა“ ახალდაბის მოსახლეობა ელექტროენერგიით უზრუნველყო

© Russian Helicoptersვერტმფრენი კა -62
ვერტმფრენი კა -62 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწყრემა, რომელიც 13 ივნისს გვიან საღამოს ჩამოწვა, იმ ელექტროგადამცემი ხაზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დააზიანა, რომელიც ახალდაბის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე ავტომაგისტრალი, რომელიც სოფელს გარე სამყაროსთან აკავშირებდა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. კომპანია „თელასმა“ ვერტმფრენის საშუალებით სოფელ ახალდაბაში მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, დიზელ-გენერატორი, საწვავი და  ტექნიკური ბრიგადა ჩაიყვანა. ამის შესახებ ენერგოგამანაწილებელი კომპანია იტყობინება.

 სტიქიური უბედურების ზონაში ასევე ჩავიდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, რომლებიც ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას და სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა დასახეს.

 სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე დიზელ-გენერატორი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს სოფელ ახალდაბის 134 აბონენტს. ამჟამად აღდგენითი სამუშაოების მეთოდების და ვადების განსაზღვრის მიზნით სპეციალისტები ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების ხარისხს აფასებენ.

 მეწყრემა, რომელიც 13 ივნისს გვიან საღამოს ჩამოწვა, იმ ელექტროგადამცემი ხაზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დააზიანა, რომელიც ახალდაბის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე ავტომაგისტრალი, რომელიც სოფელს გარე სამყაროსთან აკავშირებდა.

დამანგერველი წყალდიდობა  თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. 

ყველა ახალი ამბავი
0