საქართველოში პირველად შანსონის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnikშანსონის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორტა ბრიფინგი
შანსონის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორტა ბრიფინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შანსონ კლუბის“ პრეზიდენტის დავით ნეფარიძის განცხადებით, ფესტივალისგან შემოსული თანხა თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად იქნება გადაცემული.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოში პირველად  შანსონის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 20-მდე  ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი შემსრულებელი, ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის რია ნოვოსტის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ხუთშაბათს, 18 ივნისს, ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი გურგულიამ განუცხადა. 

 „საქართველოში პირველად გაიმართება შანსონის ფესტივალი. საქართველოში არ არსებობს შანსონის კლუბი, ამიტომ ჩვენ ვქმნით საქართველოში პირველ კლუბს, სადაც ფესტივალის ფარგლებში ჩამოვლენ შემსრულებლები რუსეთიდან — აფინა და ალექსანდრ იურპალოვები, ასევე მომღერლები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. ეს საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც მომავალში კავკასიის საერთაშორისო ფესტივალი გახდება. გარდა ამისა ჩვენ გვინდა შევქმნათ კავკასიური შანსონის ტელევიზია“ — განაცხადა გურგულიამ. 

 „შანსონ კლუბის“ პრეზიდენტის დავით ნეფარიძის განცხადებით, ფესტივალისგან შემოსული თანხა თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად იქნება გაცემული. 

 „ისინი ჩამოდიან იმისთვის, რომ ჩვენ მხარი დაგვიჭირონ და ყველა ის თანხა, რომელიც კონცერტებიდან შემოვა, გვინდა გადავცეთ დაზარალებულ ოჯახებს. ამაში ჩვენ გვეხმარებიან მომღერლები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, და ყველა ის ადამიანი ვინც ქართველების გვერდით დგას ამ ძალიან რთულ პერიოდში“, — განაცხადა ნეფარიძემ. 

 ორგანიზატორთა თქმით, მომავალში დაგეგმილია ფესტივალის მასსტაბების გაფართოება და კოლეგების მოწვევა ჩრდილოეთ კავკასიიდან. ასევე „კავკასიის შანსონ ტვ“ — ს შექმნა, რომელიც მომღერლებს პოპულარიზაციას გაუწევს.

 „ჩვენ ეხლა რესტორან „შარბათში“ შანსონ-კლუბი გავაკეთეთ, რომელსაც ერქმევა „შანსონ კლუბი შარბათში“. იქ ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ჩატარდება კონცერტები სხვადასხვა მომღერლების მონაწილეობით“ — აღნიშნა ნეფარიძემ. 

 შანსონის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 19-21 ივნისს  გაიმართება. ქართველი შემსრულებლებიდან ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მამუკა ჩარკვიანი, დათო ევგენიძე, რომა რცხილაძე, ნიაზ დიასამიძე, ნატო გელაშვილი, პანჩო, გია ნიკოლაძე და სხვები. 


ყველა ახალი ამბავი
0