მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოროშენკომ საქართველოში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვასილი ციბენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik.  უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვასილი ციბენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა, ბრძანება შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„შესაბამისი ბრძანების თანახმად თანამდებობიდან გათავისუფლდეს საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვასილი ციბენკო“, – ნათქვამია ბრძანების ტექსტში.

მანამდე უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანაში 2014 წელს მოვიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რამდენიმე მაღალჩინოსანი საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნა.  ეკა ზღულაძემ  უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის პორტფელი ჩაიბარა, ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი გახდა. რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, იგი ოდესის ოლქის გუბერნატორია.


ყველა ახალი ამბავი
0