მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს თავდაცვის მინისტრები აღმოსავლეთ ევროპაში ტექნიკის განთავსებაზე იმსჯელებენ

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მომავალ კვირაში ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ტექნიკის განთავსების საკითხებზე იმსჯელებენ.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირაში ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ტექნიკის განთავსების საკითხებზე იმსჯელებენ, განაცხადა ხუთშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის ვიცე-პრემიერთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ტომაშ სემონიაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.

ნატოს გენერალური მდივანი პოლონეთში სამხედრო წვრთნების Noble Jump მიმდინარეობას დაესწრო.

პენტაგონი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მძიმე შეიარაღების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს როგორც სავარაუდო პასუხს რეგიონში ”შესაძლო რუსულ აგრესიაზე”. ამის შესახებ გასულ შაბათს გაზეთმა New York Times-მა ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ს ნატოს ევროპელი მოკავშირეების საკუთარ ბაზებზე შეუძლიათ განათავსონ ტანკები, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანები და მძიმე შეიარაღების სხვა სახეები. New York Times-ის მონაცემებით, შეიარაღების სავარაუდო მოცულობა პირადი შემადგენლობის 3-5 ათას ადამიანზეა გათვლილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს წინადადება ასევე უნდა მოიწონოს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა და თეთრმა სახლმა. გაზეთის მონაცემებით, ”ეს ”ცივი ომის” დროიდან შეიძლება პირველი ნაბიჯი გახდეს, რის ფარგლებშიც აშშ აღმოსავლეთ ევროპის ნატოს ქვეყნებში მძიმე შეიარაღებას განათავსებს, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდნენ”. ტექნიკის განთავსება განიხილება ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში.

”სამხედრო ტექნიკა შესაბამის პუნქტებში უნდა განთავსდეს. ამას მომავალ კვირაში განვიხილავთ”, — განაცხადა სტოლტენბერგმა. ”იმედი მაქვს, გადაწყდება აღმოსავლეთ ევროპაში ეს ძალები თუ სად განთავსდება”, — განმარტა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეთაურმა.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარია ნატოს ხუთ წევრ ქვეყანაში ერთი ბრიგადისთვის სამხედრო ტექნიკის დისლოკაციაზე. ”ლოგისტიკური თვალსაზრისით, მზად ვართ და ველოდებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებას. ველოდებით, რომ გადაწყვეტილებას უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღებენ. ვიმედოვნებთ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება”, — განაცხადა სემონიაკმა.

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების პირველი საველე წვრთნები Noble Jump პოლონეთში 9 ივნისიდან ტარდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების მანევრში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 2,1 ათასი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის აერომობილური ნაწილები ჩეხეთიდან და ნიდერლადებიდან, მექანიზირებული ქვეითი ჯარი გერმანიიდან და ნორვეგიიდან, ტანკისტები პოლონეთიდან, არტილერისტები ბელგიიდან და ვერტმფრენების ქვედანაყოფები აშშ-იდან. 

”წვრთნების მიზანია რეალურ საველე პირობებთან მიახლოებულ სიტუაციაში სამხედრო ნაწილების მოქმედებების შემოწმება ”, — აღნიშნეს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში. გარდა ამისა, სწრაფი რეაგირების ძალების  მანევრები Noble Jump წარმოადგენს ტესტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარდლობისა და მართვის ძალებისთვის, ასევე მეკავშირეებისთვის, რომლებიც წვრთნების კოორდინატორები არიან. Noble Jump-ის მანევრები აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნების სერიის ნაწილია, წვრთნების ზოგადი დასახელებაა Allied Shield: BALTOPS, Saber Strike, Noble Jump და Trident Joust. მანამდე პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა განაცხადა, რომ გასულ წელს სხვადასხვა სამხედრო წვრთნებში პოლონეთში ნატოს წევრი ქვეყნებიდან დაახლოებით 7 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, 2015 წელს მანერებში დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

 


ყველა ახალი ამბავი
0