მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულო გაიხსნა

© ge.rsp.travelბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს მოქმედების არეალი აჭარის ა რ, გურიის, სამეგრელო–ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონები იქნება.

თბილისი, 18 ივნისი –Sputnik. საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თამარ ბერუჩაშვილმა და ლინას ლინკევიჩუსმა (Linas Linkevicius) მონაწილეობა მიიღეს ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში, რომელიც ხუთშაბათს, 18 ივნისს გაიმართა.

„მინისტრებმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და საკუთარ გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ბათუმში საპატიო საკონსულო გახსნა ხელს შეუწყობს ლიტვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ხალხთაშორისი ურთიერთობები, ტურიზმი, სავაჭრო თანამშრომლობა და კულტურული ურთიერთობები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლიტვის საპატიო საკონსულოს საქმიანობის არეალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის რეგიონი იქნება.

ლიტვის საპატიო საკოსნულო ასევე ფუნქციონირებს თბილისში.


ყველა ახალი ამბავი
0