ივანიშვილი თბილისის ზოოპარკს დაეხმარება

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განმარტებით, ძველ ხელისუფლებას მან ასევე შესთავაზა ზოოპარკის სხვა ადგილას გადატანა.

თბილისი, 17 ივნისი –  Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს, 18 ივნისს მზადყოფნა გამოთქვა თბილისის ზოოპარკის მშენებლობაში დახმარების შესახებ.

ძლიერი წვიმა, რომელსაც ქარიშხალი და სეტყვა ახლდა თან, თბილისს კვირას, 14 ივნისის ღამით დაატყდა თავს. სტიქიამ თითქმის ბოლომდე გაანადგურა ზოოპარკი. წყალდიდობისას ცხოველების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი ქალაქში გაიქცა. შესაბამისმა სამსახურებმა რამდენიმე გაქცეული მტაცებელი ცხოველის ლიკვიდაცია მოახდინეს, ზოგიერთი კი დააძინეს და მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია ვეფხვისა და აფთარის ადგილსამყოფელი. 

„ჩვენი ხელისუფლება ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადასატანად უკვე მუშაობს, შესაბამისი ადგილიც გამოყოფილია და მშენებლობის პროცესში მეც დავეხმარები“, – განაცხადა ივანიშვილმა და დაამატა, რომ არსებული ზოოპარკი არ შეესაბამებოდა თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. 

მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განმარტებით, ძველ ხელისუფლებას მან ასევე შესთავაზა ზოოპარკის სხვა ადგილას გადატანა.

 „მე არასდროს მომწონდა ზოოპარკის ეს ადგილმდებარეობა. 2006–2007 წლებში მე შევიმუშავე პროექტი და ხელისუფლებას ფინანსური დახმარებაც შევთავაზე მის განხორციელების შემთხვევაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაღუპულთა რაოდენობამ 19 ადამიანი შეადგინა, დაახლოებით 300 ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. საცხოვრებელი სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი საჭიროებს აღდგენას. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0