ივანიშვილი: საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს–პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისთვის მაქსიმალურად მობილიზებული იყო და გააკეთა ყველაფერი შესაძლებელი.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა წყალდიდობისას ძალზე ორგანიზებულად მუშაობდა, განაცხადა საქართველოს ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს, 18 ივნისს. 

„არ ვიზიარებ აზრს, რომ მთავრობიდან ვიღაცეები უნდა დავიჭიროთ, პირიქით, ვფიქრობ, ყველაფრი კარგად ხდებოდა. მაქსიმალურს აკეთებდა ხელისუფლება, მთავრობა იყო მობილიზებული“, — განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არც ერთი საქმე არ კეთდება უშეცდომოდ.

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

დაღუპულთა რაოდენობამ 19 ადამიანი შეადგინა, დაახლოებით 300 ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. საცხოვრებელი სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი საჭიროებს აღდგენას. 


ყველა ახალი ამბავი
0