თბილისში ტეტანუსის აცრაზე დილიდან რიგებია

© photo: Sputnikსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეპიდემიის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებისა, რომ ეპიდემიის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, თბილისში იმ კლინიკებთან, სადაც ტეტანუსზე აცრა უფასოა, რიგები დგას, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

გუშინ, იმუნიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა ყველა მსურველს მოუწოდეს, აუცილებლობის შემთხვევაში ან პრევენციის მიზნით, ტეტანუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ჩაიტარონ. 

როგორც ჟურნალისტებს ცენტრის თანამშრომელმა განუცხადა, თავდაპირველად ტარდება სამედიცინო გამოკვლევა და ვაქცინაცია აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება. ”ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი ახალგაზრდა მოდის, ხშირ შემთხვევაში ესენი მოხალისეები არიან, რომელთაც გაწმენდითი სამუშაოების დროს მიწასთან ჰქონდათ შეხება”, — განაცხადა მან.  

”ხშირად დაიბანეთ ხელები სუფთა წყლით და საპნით, დალიეთ ბოთლის წყალი. დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ მედპუნქტს, სადაც ტეტანუსის აცრა ჩაგიტარდებათ”, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკა ქავთარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ”ეპიდემიის გავრცელების საფრთხე მინიმალურია”. უწყება ასევე მოუწოდებს ყველას დაიცვან ჰიგიენის ნორმები, განსაკუთრებით მოხალისეებმა, რომლებიც დედაქალაქის ცენტრში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ.

მოხალისეებს ხუთშაბათს, 18 ივნისს სტიქიის ზონებში ეპიდემიის გავრცელების რისკის გამო გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობა აუკრძალეს. მრავალრიცხოვანი თხოვნის შემდეგ თბილისის მერიამ მოხალისეებს მუშაობის გაგრძელების ნება მისცა იმ შემთხვევაში თუ ისინი სპეციალური ტანსაცმლითა და სპეციალური აღჭურვილობით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

თბილისში 14 ივნისს ღამით დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. დაიტბორა ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, ”მზიური”, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, სამი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 


ყველა ახალი ამბავი
0