მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბიოლოგები ბრაზილიის ნაპირებთან მცურავ პინგვინებს უვლიან

გამოწერა
ბრაზილიის პლაჟებზე, სადაც ფრინველები, სავარაუდოდ, საკვების ძიებაში ხვდებიან, უფრო და უფრო მეტ მაგელანის პინგვინს პოულობენ. იხილეთ ვიდეო, როგორ ეხმარებიან ბრაზილიელები ფინველებს, რომლებიც სახლიდან შორს აღმოჩნდნენ.

ბრაზილიის პლაჟებზე, სადაც ფრინველები, სავარაუდოდ, საკვების ძიებაში ხვდებიან, უფრო და უფრო მეტ მაგელანის პინგვინს პოულობენ. იხილეთ ვიდეო, როგორ ეხმარებიან ბრაზილიელები ფინველებს, რომლებიც სახლიდან შორს აღმოჩნდნენ.

ბიოლოგები შესაძლო მიზეზთა შორის ერთ-ერთს საკვების უკმარისობას ასახელებენ, რაც განუწყვეტელმა თევზის ჭერამ და დინების მიმართულების ცვლილებამ გამოიწვია.

"ჩვენ არ ვიცით, კავშირშია თუ არა ეს თევზის ჭერასთან, ან თუ მოხდა რაიმე, რამაც დინების მიმართულება შეცვალა და ამიტომ მოცურეს მათ ასე ახლოს ნაპირებთან და აღმოჩნდნენ პლაჟზე", — განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გრემარის ბიოლოგმა როზან ფარეამ.

მან ასევე დაამატა, რომ დღეში საშუალოდ 1 ან 2 ფრინველს პოულობენ სანაპიროზე.

არგენტინის პატაგონიის ოლქიდან ბრაზილიის პლაჟებზე აღმოჩენილი პინგვინების დახმარებას ადგილობრივები მათ მაცივრებში მოტავსებით ცდილობენ. ფარეას თქმით, ასეთი "დახმარება" საჭირო არაა.

"ხალხს ბრაზილიაში წარმოდგენა არ აქვს პინგვინების შესახებ. ისინი ფიქრობენ: "პინგვინები გვყავს, ისინი ყინულში უნდა მოვათავსოთ". და, აღმოაჩენენ თუ არა პინგვინს, მაშინვე მაცივარში სვამენ. ისინი დახმარებას ცდილობენ, მაგრამ ეს არასწორი მეთოდია", — განაცხადა როზან ფარეამ.

ახლა გრემარის ინსტიტუტში 41 პინგვინია. როზან ფარეა და მისი გუნდი ფრინველებს საკვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფენ. რამდენიმე თვის დასვენებისა და ძალების მოკრების შემდეგ, პინგვინებს ოკეანეში დააბრუნებენ, რომ მათ პატაგონიაში დაბრუნება შეძლონ.

მაგელანის პინგვინები, არგენტინის პატაგონიის ნაპირების გარდა, ცხოვრობენ ცეცხლოვან მიწაზე, ხუან-ფერნანდესისა და ფოლკლენდაჰიუს კუნძულებზე. ასაკით უფროსები 7-80 სანტიმეტრ სიმაღლემდე აღწევენ და იწონიან 5-6 კილოგრამს.

ყველა ახალი ამბავი
0