მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბულგარეთის პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მომხრეა

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი
ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და დაამტკიცა, რომ ის არის პარტნიორი, რომლის ნდობა შეიძლება. ის ასევე ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბულგარეთის სურვილია ქართველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ევროპაში, განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა (Rosen Plevneliev) ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ოთხშაბათს, 17 ივნისს. 

 „ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ქართველი ხალხი რომ თავისუფლად ვაჭრობდეს, მუშაობდეს,  მოგზაურობდეს ევროპის ქვეყნებში… ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე მიაღწია“, — განაცხადა პლევნელიევმა თავის კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

 მისი თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ მისი ნდობა შეიძლება.

 „საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და დაამტკიცა, რომ ის პარტნიორია, რომლის ნდობა შეიძლება. ის ასევე ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში… სწორედ ამიტომ მოამზადა ნატომ საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული პაკეტი“, – აღნიშნა პლევნელიევმა. 

 როგორც ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი უკვე მომავალ წელს ამოქმედდება.


ყველა ახალი ამბავი
0