თბილისის ზოოპარკი კიდევ ორ მტაცებელ ცხოველს ეძებს

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ
თბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კიდევ ერთი პატარა ვეფხვი და აფთარია დაკარგული. აფთარი ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ზოლებიანი აფთარი პატარა ცხოველია“, -განაცხადა გურიელიძემ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ზოოპარკი კიდევ ორ მტაცებელ ცხოველს ეძებს— ვეფხვსა და აფთარს, განაცხადა ჟურნალისტებთანსაუბრისას თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ოთხშაბათს, 17 ივნისს.

 „კიდევ ერთი პატარა ვეფხვი და აფთარია დაკარგული. აფთარი ადამიანისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ზოლებიანი აფთარი პატარა ცხოველია“, —განაცხადა გურიელიძემ. 

 ამ დროისათვის ზოოპარკის დირექტორი, მისი მოადგილე, ასევე რამდენიმე სხვა თანამშრომელი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სამსახურებრივი გულგრილობის“ მუხლით მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრში ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა.  მტაცებლის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია ზოოპარკის მახლობლად, „ლაგუნა ვერეს“ საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მედიის ვარაუდით, ვეფხვი მთელი ეს დრო საწყობში იმალებოდა. 

 ორშაბათს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლები თბილისის ქუჩებში უკვე აღარ არიან. მეორე დღეს ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეძებს ორ დათვს, ვეფხვსა და აფთარს. 


ყველა ახალი ამბავი
0