თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თვლის, რომ წყალდიდობის დროს ხელისუფლებამ გვიან დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია.
დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 19 ადამიანს მიაღწია.
"როცა სტიქიური უბედურება ხდება, ბუნებრივია, უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც წინასწარ შეატყობინებს მოსახლეობას მომავალი წყალდიდობის შესახებ, რათა დროულად იქნეს დაწყებული ევაკუაცია. ევაკუაცია დაგვიანდა, აქედან გამომდინარე, ახლა აუცილებელია მსგავსი სისტემის შემუშავება“, – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ოთხშაბათს, 17 ივნისს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წყალდიდობა თბილისში უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასაც მეწყრული პროცესები და მდინარე ვერეს კალაპოტის დროებითი გადაკეტვა მოჰყვა, რაც მდინარის კალაპოტში წყლის დონის აწევის მიზეზი გახდა.