თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. პროკურატურაში დაიბარეს გმირთა მოედანი — თამარაშვილის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის პროექტის ავტორი თამაზ შილაქაძე პროკურატურაში დაიბარეს,იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ოთხშბათს, 17 ივნისს თბილისის პროკურატურამ მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კვირას, 14 ივნისის ღამეს, სტიქიური უბედურების შედეგად მდინარე ვერეს ხეობაში დაიტბორა ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცოხვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, 6 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
„ხეობა შევისწავლეთ სათითაოდ ყველა მიმართულებით — ჩატარდა როგორც საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა, ასევე ეკოლოგიური, როგორც წყალსადენის, ასევე წყლისა და კანალიზაიის (ხეობის დაახლოებით 120 წერტილში ჩაედინებოდა ფეკალური მასები). ჩატარდა ღონისძიებათა სრული კომპლექსი. აქ საუბარი არამხოლოდ გზის დაგებაზე გვქონდა, არამედ მთელი ხეობის გაწმენდაზე და პროექტის განხორციელებამდე ჩვენ ბევრი წინასწარი სამუშაოს ჩატარება მოგვიწია. ამის შემდეგ დაპროექტდა გზა, და, ჩემი აზრით, უკვე რამდენიმე წელია ეს გზა გამოიყენება. ის კარგად განტვირთავს სატრანსპორტო მოძრაობას… პროექტში ყველაფერი გათვალისწინებული იყო“, — განაცხადა შილაქაძემ.
პირველი არხის მონაცემებით, შილაქაძე პროკურატურაში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს.