მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რადასთან მომიტინგეები "იაცენიუკის შეჩერებას" და ვალების დაბრუნებას ითხოვდნენ

გამოწერა
3000-მდე ადამიანი შეიკრიბა მიტინგზე უზენაეს რადასთან უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის გადაყენებისა და ხელფასებისა და პენსიების ინდექსაციის მოთხოვნით. მომიტინგეებს შორის იყვნენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც, ორგანიზაცია "ფინანსური მაიდანის" აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც არსენ იაცენიუკის გადაყენებას ითხოვდნენ.

მიტინგზე გამოსვლისას, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელი სერგეი კაპლინი მილიონობით უკრაინელის თითოეულ საოლქო ადმინისტრაციასთან გამოყვანით იმუქრებოდა, თუ არსენ იაცენიუკი არ დატოვებს თანამდებობას.

"ჩვენ უბრალოდ გავთიშავთ უკრაინას, გავთიშავთ მის ეკონომიკას, მოვწყვეტთ რეალურ ცხოვრებას იქამდე, სანამ იაცენიუკი პირადად არ მოიტანს აქ საკუთარი კაბინეტის გასაღებს", — დაამატა დეპუტატმა.

გარდა ამისა, რადის შესასვლთან "ფინანსური მაიდანის" აქტივისტებმა ქალის სკულპტურა მიიტანეს. მას პირზე აკრული ქონდა ლენტი წარწერით "კორუფცია", ხელში კი უკრაინის კონსტიტუცია ეჭირა, რომელზეც მიმაგრებული იყო პლაკატი წარწერით: "1558-1 — ჩემი კანონი. დინანსური მაიდანი".

ყველა ახალი ამბავი
0