თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. 2015 წლის მაისში, იმავე წლის აპრილთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,8% —ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამმართველო - „საქსტატი“ იუწყება.
მოცემულ პერიოდში ფასების საერთო დონე გადამამუშევებელ მრეწველობაში 0,7% —ით გაიზარდა, ფასების ინდექსი სამთო მომპოვებელ წარმოებაში 1,9%-ით, ხოლო მწარმოებელთა ფასების ინდექსი ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოება-განაწილებაში — 1 %-ით.
2015 წლის მაისში 2014 წლის მაისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 9% —ით გაიზარდა. ამ პერიოდში ფასების საერთო დონე გადამამუშევებელ მრეწველობაში 0,7% —ით გაიზარდა, ფასების ინდექსი სამთო მომპოვებელ წარმოებაში 5,1%-ით გაიზარდა, ხოლო მწარმოებელთა ფასების ინდექსი ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოება-განაწილებაში — 2,7 %-ით შემცირდა.