„თბილისის თასის“ ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა დაზარალებულებს მოხმარდებათ

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyრაგბი. თბილისის თასის გათამაშება
რაგბი. თბილისის თასის გათამაშება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით,თბილისის თასზე დასასწრები ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება „თბილისის თასის“ გათამაშებაზე გაყიდული ყველა ბილეთის თანხა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხოს. 

 დამანგერველი წყალდიდობა  თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 19 —ს მიაღწია. მათგან 17 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა.

 „საქართველოს დედაქალაქში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, თბილისის თასზე დასასწრები ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს“, — ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

 „თბილისის თასი“ რაგბის ტრადიციული ტურნირია. მიმდინარე წელს თასისათვის იბრძოლებენ საქართველოსა და ურუგვაის გუნდები, ასევე იტალიისა და ირლანდიის ტესტ-გუნდები.

ოთხშაბათს, 17 ივნისს, ავჭალის სტადიონზე საქართველოს ნაკრები იტალიის ტესტ-ნაკრებთან ითამაშებს.  თამაში 19:00 საათზე დაიწყება. იმავე სტადიონზე ორი საათით ადრე ერთმანეთს შეერკინებიან ურუგვაისა და ირლანდიის ტესტ-ნაკრები. ბოლო ტური კვირას, 21 ივნისს გაიმართება. 

ბილეთის ფასი 5 ლარია და მათი შეძენა ავჭალის სტადიონზეა შესაძლებელი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0