თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 19 კაცს მიაღწია. მათგან იდენტიფიცირებულია 17, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სამშაბათს, 16 ივნისს იუწყება.
„ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის დაღუპულია 19 ადამიანი. მათგან იდენტიფიცირებულია 17. მიმდინარეობს 2 დაღუპულის იდენტიფიკაცია. იძებნება 6 ადამიანი,“ — ნათქვამია შეტყობინებაში.
ერთ-ერთი დაღუპული, რომლის ვინაობის გარკვევა ჯერ ვერ მოხერხდა, პარკ „მზიურის“ ტერიტორიაზე იპოვეს. მეორე კი მდინარე მტკვარმა გარდაბნის რაიონში გამორიყა.
დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.